რელიგიის სააგენტოს შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან
დღეს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამასახურის უფროსის - არჩილ მეტრეველის და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის - მალხაზ აფციაურის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების უფროს დოროთა დლუში-სულიგასა და პროექტების მენეჯერ ივონე გოგოლს შორის. შეხვედრისას განხილულ იქნა სააგენტოს ორი წლის საქმიანობა, ინტერრელიგიური სათათბიროს აქტივობები და 2016 წლის 25 ივლისს ჩატარებული კონფერენცია -,,ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს საქმიანობა და მოიწონეს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მიხედვით სააგენტოს მიერ საჯარო მოხელეებისათვის ჩატარებული ტრენინგები და მომავალი აქტივობების გეგმა.
დასასრულს, გამოითქვა სურვილი ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართოს ტოლერანტობის საკითხისადმი მიძღვნილი ტრენინგი ან სემინარი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 