მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირთან
11.01.2017
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიათა კავშირის მშენებარე ტაძარს ესტუმრა.

  ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ეპისკოპოს გია კანდელაკს, ხუცეს ვეფხია ციმაკურიძეს, ხუცეს ლევან ახალმოსულიშვილსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიათა კავშირის ჰუმანიტარული საქმიანობის  შესახებ, რომელიც არაერთხელ განხორციელდა მართმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს ჩართულობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს  სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა და დადებითად შეაფასეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის როლი ამ მიმართულებით.  ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს მომავალში სახელმწიფოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. ასევე ინტერრელიგიურ სათათბიროში, როგორც წევრი რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობის შესახებ.






View Larger Map