მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა სომეხ კათოლიკეთა ეკლესიის წარმომადგენლებთან
15.12.2017
1 / 6


დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე თბილისის სომხური კათოლიკური სამრევლოს მოძღვარს მიხეილ ხაჩკალიანსა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინატის არქიეპისკოპოს რაფაელ მინასიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისა და განვითარების კუთხით. კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმი; რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგს. საუბარი ასევე შეეხო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს - რელიგიურ რუკასა და ინტერ-რელიგიურ კალენდარს.

სტუმრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარე შეხვედრისა და მიწოდებული ინფორმაციისათვის, მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა ამ მიმართულებით - გამოთქვეს სააგენტოსთან მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზაობა და სურვილი.






View Larger Map