17 ივნისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები - ლელა ჯეჯელავა და არჩილ მეტრეველი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების წარმომადგენელს რასიმ მამედოვს შეხვდნენ.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს აცნობა, რომ ახლად შექმნილი სააგენტოს მიზანია ყველა კონფესიასთან, ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ამ სფეროში შეიქმნას მწყობრი სახელმწიფო პოლიტიკა. ამასთან ერთად გადასაწყვეტია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, დაფინანსების. შეხვედრის მონაწილეებმა მუსლიმური თემის პრობ;ლემებზეც ისაუბრეს.
სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტა გამჭვირვალედ განხორციელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 