საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა ა.შ.შ. -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მთავარ მრჩეველს დავა კაცს, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოში თამარ სირბილაძესა და გიორგი ხეჩინაშვილს.
შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის, საქართველოს რელიგიურ, დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლების, სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების შესახებ, კერძოდ კონფესიების დაფინანსებისა და რელიგიური უძრავი ქონების გადაცემის მექანიზმების თაობაზე, საუბარი ასევე შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს, გამართულ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო - სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს.
სტუმრებმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს მიღებული ინფორმაციისათვის და მომავალი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 