დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დელეგაციის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი დღეს ვენის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის სამრევლოს ესტუმრნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ ვენის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, იღუმენ ილია ჩადუნელსა და ადგილობრივი სამრევლოსა და სათვისტომოს წარმომადგენელებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა და საელჩოს დესპანი, გიორგი ტაბატაძე,
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და ვრცლად მიმოიხილა ამ სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი სამრევლოს წევრებმა, მრევლის მრავალრიცხოვნობის გამო, ტაძრის გაფართოების ან ახლის აშენების სურვილი გამოთქვეს.
დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა და წინამძღვარმა, იღუმენმა ილია ჩადუნელმა, მადლობა გადაუხადეს სააგენტოს დელეგაციას სტუმრობისათვის და გამოთქვეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
