ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ბოლოს, რელიგიის სააგენტომ გამართა შეხვედრა ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის რელიგიის მეცნიერებათა კათედრის პროფესორ ვოლფრამ რაისთან. ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი და საქართველოს ელჩის მრჩეველი, სალომე ტრიპოლსკი.
რელიგიის სააგენტოს თავჯდომარემ პროფესორ რაისს გააცნო საქართველოში არსებული რელიგიური მდგომარეობა, მიმოიხილა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, და აქვე აღნიშნა, რომ ავსტრიაში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს რელიგიის სფეროში ავსტრიის გამოცდილების შესწავლა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების გაცნობა და ანალიზი.
პროფესორმა აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებულად ახლო დამოკიდებულება აქვს აღმოსავლურ მართლმადიდებლურ სამყაროსთან და პატივს სცემს მის უძველეს ტრადიციებს. მან ვრცლად ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების სპეციფიკის შესახებ ავსტრიაში და შეეხო რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის მიმართ ეტაპობრივი მიდგომის პრაქტიკას.
ბატონ რაისმა აზრი გამოთქვა, ევროპული და კონკრეტულად, ავსტრიული რელიგიური პოლიტიკის მოდელის შემდგომი დახვეწის შესახებ, აღნიშნა, რომ აუცილებელია რელიგიური ორგანიზაციები პოზიტიურად იყვნენ განწყობილები არსებული კანონმდებლობის მიმართ, რომ მისასლმებელია რიგი რელიგიების სასულიერო პირთათვის განათლების ავსტრიაში მიღება და რელიგიური ორგანიზაციების მხოლოდ ადგილობრივი დაფინანსების გამოცდილება. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს აკადემიურ დონეზე, ინტერრელიგიურ დონეზე თანამშრომლობასა და ღრმა მეცნიერულ კვლევებს, ასევე უნივერსიტეტებში თეოლოგიის შესწავლას, ხოლო სკოლებში - ინტერრელიგიური სწავლების მოდულს.
რელიგიის მეცნიერებათა კათედრის პროფესორმა, ვოლფრამ რაისმა. ქართულ მხარეს აქტიური თანამშრომლობა აღუთქვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
