მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ხელვაჩაურის ცენტრალურ მეჩეთში
28.03.2017
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ხელვაჩაურის ახლადგარემონტებული ცენტრალური მეჩეთი მოინახულა, სადაც სრულიად საქართველოს მუფტს ბეგლარ ქამაშიძეს, ადგილობრივ მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა. ზაზა ვაშაყმაძე  ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს გაესაუბრა, დაინტერესდა მათი პრობლემებითა და ახლად გარემონტებული მეჩეთის გახსნა მიულოცა მათ.

  მუსლიმმა თემმა მადლიერება გამოთქვა  სახელმწიფოს მხრიდან დახმარებისათვის, ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უშუალო ჩართულობით მოგვარდა უამრავი საკითხი, რამაც უდიდესი როლი იქონია ადგილობრივი მუსლიმი თემის განვითარებაში.






View Larger Map