22 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ-ხალიფას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო გაწეული საქმიანობა, რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები და სახელმწიფოს მიერ რელიგიის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ისაუბრეს რელიგიური განათლების შესახებ, აგრეთვე ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზეც. მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ-ხალიფამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირის განმტკიცების სურვილი. ზაზა ვაშაყმაძემ კატარის ელჩს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 