რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად .
31 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა".
ლექცია თემაზე - „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კონკორდატი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, ფუნქციები და საქმიანობა“ - წაიკითხა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მთავარმა იურისტმა ვალერიან ლილუაშვილმა; საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სერგო ფარულავა; თემაზე - რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით - ლექცია წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით დავითაშვილმა. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად, სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.
ტრეინინგის მესამე სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ დეტექტივ-გამომძიებლები, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის 50 თანამშრომელი
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
