მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შიიტი მუსლიმები კადრის ღამეს აღნიშნავენ
20.04.2022
1 / 1


20, 22, 24 აპრილს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - კადრის (ლაილათ ალ-კადრ) ღამეს აღნიშნავენ. მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ კადრის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. იგი აღინიშნება რამადანის თვის ბოლო დეკადაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტური მიმდინარეობის მუსლიმ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map