დღეს შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ მაბასის დღესასწაულს. შიიტური მიმდინარეობის მიხედვით ეს დღე არის მუჰამადის ღვთის მიერ წინასწარმეტყველად დადგინების დღე, როცა მუჰამადს პირველი ზეშთაგონება ზემოევლინა და დაეკისრა წინასწარმეტყველური მისია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს ულოცავს ამ დღესასწაულს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ.