მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შიიტი მუსლიმები - ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ
18.07.2022
1 / 1


შიიტი მუსლიმები დღეს მნიშვნელოვან - ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამ ალი, ღმერთის ბრძანებით და წინასწარმეტყველ მუჰამადის მეშვეობით იმამად (ლიდერად, მემკვიდრედ) აირჩიეს.

სწორედ ამ დღეს, ჰიჯრის (გადასახლების) მეათე წელს წინასწარმეტყველმა მუჰამადმა, ალაჰის ბრძანებით გამოაცხადა იმამი ალი იბნ აბუ ტალიბი თავის მემკვიდრედ, რომელიც მოხდა ღადის ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის). ამაზე საუბარია ერთ-ერთ ჰადისში (გადმოცემა): „ვისთვისაც მე ვარ მბრძანებელი, ალიც მათთვის მბრძანებელია“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.






View Larger Map