დღეს, 23 ოქტომბერს შიიტი მუსლიმები ერთდროულად აღნიშნავენ ორ დღესასწაულს, წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღეს, რომელიც ტრადიციის მიხედვით დაიბადა ქალაქ მექაში 571 წელს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ჯაფარიანთა საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის დაფუძნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტურ სამყაროს და საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმებს ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულებს და უსურვებს მათ სიკეთეს, მშვიდობას და წარმატებას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
