დღეს, 3 იანვარს, შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის, წმინდა ფატიმას დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტ მუსლიმებში ეს დღე ქალთა დღედ არის აღიარებული. წმ. ფატიმას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს შიიტ მუსლიმებს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.