რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება
2014 წლის 25 ნოემბრის N 166 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ღვინის აღმართისა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭა ტოლერანტობის სახელი. ამ ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის 16 ნოემბერს, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ რელიგიური კონფესიებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიმართა.
საქართველო ოდითგანვე შემწყნარებლობის მაგალითს აძლევდა გარესამყაროს. განსაკუთრებულად გამორჩეული ამ თვალსაზრისით მისი დედაქალაქია, რომელიც სხვადასხვა კულტურების, რელიგიებისა და ეთნოსების გზაშესაყარს წარმოადგენდა და ასეა დღესაც. ამდენად, სრულიად ბუნებრივია, რელიგიის სააგენტოსა და რელიგიური ორგანიზაციების სურვილი და გადაწყვეტილება, რომ ტოლერანტობის სკვერი დაამშვენოს ტოლერანტობის სიმბოლომ, რომელიც იქნება ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის კიდევ ერთი დადასტურება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შექმნის სამუშაო ჯგუფს და მიიღებს ტოლერანტობის სიმბოლოს აღმნიშვნელი ნამუშევრის ესკიზებს. სპეციალისტები, ქალაქის მერიის, კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები შეარჩევენ ნამუშევრებს. საუკეთესო ნამუშევრის ესკიზის მიხედვით შექმნილი სკულპტურული კომპოზიცია კი მომავალში დაიდგმება ტოლერანტობის სკვერში.
ესკიზის წარმოდგენა შეგიძლიათ დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, 28 ოქტომბრამდე, მთავრობის ადმინისტრაციაში. შერჩეულ ნამუშევარს შეისყიდის (გამარტივებული წესით) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 5 000 ლარამდე (ფარგლებში). ველით თქვენს ნამუშევრებს, ახალ იდეებს, ორიგინალურ ხედვებს, რათა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი, საინტერესო ადგილი შეემატოს.
სკულპტურული კომპოზიციის ესკიზი: უნდა აღწერდეს თბილისს, როგორც უძველესი ტოლერანტობის ტრადიციის მქონე ქალაქს; უნდა იყოს მარტივი და არ უნდა იყოს გადატვირთული, გათვლილი უნდა იყოს იმ მასშტაბებზე, რომელიც შეესაბამება ლანდშაფტის დეკორაციასა და ტოლერანტობის სკვერის მასშტაბებს.
უნდა წარმოადგინოთ:
1. სკულპტურული კომპოზიციის ესკიზის ნიმუში.
2. ფოტომონტაჟი (ელ. ვერსია და ნაბეჭდი) .
3. დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვა (ელ. ვერსია და ნაბეჭდი).
4. ავტორის იურიდიული სტატუსი, მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია.
(ელ. ვერსია და ნაბეჭდი)
5. შერჩეულ ესკიზს სააგენტო შეისყიდის საავტორო უფლებით.
საკონტაქტო პირი: სერგო ფარულავა, ტელეფონი: 577278095.
ელ-ფოსტა: sparulava@geo.gov.ge
ნამუშევრის შერჩევის პირობები შეგიძლიათ იხილოთ
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საიტსა და facebook” გვერდზე:http://religion.geo.gov.ge/ დაhttps://www.facebook.com/ReligiisSaagento?fref=ts
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
