რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.
აღდგომა ცოდვაზე გამარჯვების, განახლების უდიდესი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის. ვუერთდებით თქვენს სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას გისურვებთ.