რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანსა და ეკლესიის მრევლს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოსა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესია საქართველოში ტრადიციულ რელიგიურ კონფესიად მოიაზრება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მზად არის მათთან ყველა პრობლემურ საკითხზე სათანამშრომლოდ.
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლთან შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ეკლესიის მრევლმა დასვეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 