დღეს სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელი წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს.
როდესაც მარიამი 3 წლის გახდა წმინდა იოაკიმე და ანამ აღასრულეს მთავარანგელოზის წინაშე დადებული აღთქმა და ღვთისმშობელი საზეიმოდ მიიყვანეს ტაძრად.
დღესასწაულის დამტკიცება უკავშირდება იმ ტაძარს, რომელიც ააშენა იუსტინიანე იმპერატორმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე და მისი კურთხევა მოხდა 543 წლის 21 ნოემბერს. დღესასწაული სომხურ ეკლესიაში აღინიშნება XVIII საუკუნიდან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს დღესასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
