დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა. იოანე უდაბნოში ცხოვრობდა, ადამიანთა ბიწიერებას ამხელდა და მათ სინანულისკენ მოუწოდებდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში, მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს.