დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს. ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
