მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით დაზარალებული დედაქალაქისთვის დახმარებას განაგრძობს
21.06.2015
1 / 2


სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით დაზარალებული დედაქალაქისთვის დახმარებას განაგრძობს: წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მუსლიმმა მოსახლეობამ, ჰაჯი ჯემალ ადაძის თაოსნობით, სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი (ყველი, კარტოფილი, კარაქი, ლობიო, კონსერვები), ტანსაცმელი და ფულადი დახმარება შეაგროვა. დღეს, შეგროვილი პროდუქტი მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა ვაკის რაიონის გამგეობას გადასცეს, რომლებიც შემდგომში სტიქიით დაზარალებულებს გადაუნაწილებენ. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მადლობას უცხადებს ყველა იმ მუსლიმ ოჯახს, ვინც ამ კეთილ საქმეში მცირეოდენი წვლილი შეიტანა.
 

 





View Larger Map