სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2016 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მუსლიმური ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.
ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამომსვლელებმა მუსლიმთა სამმართველოს მიერ 2016 წელს გაწეულ საქმიანობაზე დამსწრე საზოგადოებას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს. ხაზგასმით აღინიშნა სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისათვის გაწეული საქმიანობა და ხელშეწყობა.
ზაზა ვაშაყმაძემ მუსლიმთა სამმართველოს ერთწლიანი საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა რომ მუსლიმი თემი საქართველოში აღმსარებელთა რაოდენობით მეორეა, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებაც შესაბამისია. მისივე განცხადებით, რელიგიის სააგენტოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება - სახელმწიფო ყოველთვის შეუწყობს ხელს ტრადიციული ისლამის განვითარებას საქართველოში და არ დაუშვებს რადიკალური იდეოლოგიის გავრცელებასა და დამკვიდრებას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
