მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სუნიტი მუსლიმები კადრის ღამეს აღნიშნავენ
27.04.2022
1 / 1


დღეს სუნიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, კადრის ღამეს (ლაილათ ალ-კადრ) აღნიშნავენ, რომელიც მარხვის თვის - რამადანის ერთ-ერთი ბოლო ღამეა. მუსლიმური გადმოცემით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ითვლება, რომ კადრის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ამ ღამეს ლოცვაში გატარებას. მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს სუნიტ მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.

 






View Larger Map