მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამადის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენ
07.10.2022
1 / 1


დღეს, 7 ოქტომბერს სუნიტი მუსლიმები აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღეს, „მავლიდ ან-ნაბის“. ტრადიციის მიხედვით, მუჰამადი დაიბადა 571 წელს მექაში. აღნიშნულ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს, სამყაროსთვის მუჰამადის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მუჰამადის ცხოვრების შესახებ და ადიდებენ მას, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის.   

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.

 






View Larger Map