რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფეს, საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველს იხსენიებს.
თამარ მეფის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარი კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა.. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ, ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
