დღეს თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია მადლიერების დღეს აღნიშნავს. ესაა სპეციალური დღე, როცა ბაპტისტები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ მოსავლის გამო. ამ დღეს შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი - ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიასა და მის მრევლს მადლიერების დღეს.