დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას, განცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.
თბილისის სუბ გევორქის ტაძარში შეკრებილ მრევლს უდიდესი დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა მიულოცეს. წელსაც, ტრადიციისამებრ, სადღესასწაულო მსახურება შედგა, გაიმართა წყალკურთხევა და შესრულდა ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.
მსახურებას დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და ანალიტიკური სამსახურის თნამშრომელი, გიორგი პატაშური. სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, სასულიერო დასსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა, წარმატებები და წინსვლა უსურვა მათ.