მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
თბილისში საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა
01.02.2016
1 / 8


31 იანვარს თბილისში  საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია გაიხსნა.

ეკლესიის საზეიმო გახსნის ცერემონიას  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ეკლესიის  პასტორმა ჩარლზ ჰომბლიტზმა    განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა  სააგენტოს ეკლესიის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის  გაწეული  ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.  

საზეიმო ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ   მრევლს ახალი სამლოცველოს გახსნა მიულოცა და  აღნიშნა, რომ თითოეული რელიგიური ორგანიზაციის  აღმსარებლობის თავისუფლება,  ადამიანის    რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება   დემოკრატიული ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად,   სახელმწიფო და სააგენტო კვლავაც  ხელს შეუწყობს  ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და   განმტკიცებას.






View Larger Map