დღეს, 16 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ტოლერანტობის ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა, ესენი არიან:
ნომინაციაში- ტოლერანტი პოლიტიკოსი:
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი;
- საქართველოს იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი;
- საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი;
ნომინაციაში: ტოლერანტი რელიგიური ლიდერი:
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე;
- თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი, რახამინ მურდუხაშვილი;
- საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი;
- დასავლეთ საქართველოს მუფტი, ბეგლარ ქამაშიძე;
- აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი;
ტოლერანტი უცხოელი დიპლომატი:
- ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი;
- ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ელიტა გაველე;
ნომინაციაში ტოლერანტი თბილისელი:
- ცნობილი ჟურნალისტი ჯამლეთ ხუხაშვილი;
ნომინაციაში ტოლერანტი მეცნიერი:
- ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი;
- თეოლოგი ზურაბ კიკნაძე;
- თეოლოგი ლევან აბაშიძე;
ნომინაციაში ტოლერანტი ხელოვანი:
- სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ტოლერანტობის კომპოზიციის ავტორი, ირინა ორაგველიძე.
- დასასრულ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საფრანგეთში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 