ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წინადადებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ევროპის მოედანზე მდებარ სკვერს მიენიჭება ტოლერანტობის სკვერის სახელი და მომავალ თაობებს სამუდამო ნიშანსვეტად დარჩება ამ ღირებულებათა ხსოვნა და პატივისცემა.
თბილისში, ევროპის მოედანზე მდებარე სკვერში შეკრებილ რელიგიური ორგანიზაციისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ.
აღინიშნა, რომ თბილისი ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს. სომხები, აზერბაიჯანელები, იეზიდები, ებრაელები, ასირიელები, რუსები და სხვა ეროვნების ადამიანები საუკუნეებია ერთად ცხოვრობენ, მოღვაწეობენ, ერთად ქმნიან ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემაზე აგებულ ჩვენს საერთო კულტურას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
