რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროფესიონალი ექსპერტებისაგან შექმნილ სარეკომენდაციო ჯგუფში განსახილველად წარმოდგენილ იქნა 12 ავტორის 17 ნამუშევარი.
ძველ, ისტორიულ თბილისში ტოლერანტობის სკვერში დადგმული ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს. ის უნდა აღწერდეს ტოლერანტობის იდეას, უნდა შეესაბამებოდეს იმ ლანდშაფტსა და ურბანულ ქსოვილს, რომელშიც იგი უნდა განთავსდეს, უნდა იყოს ესთეტიკური ღირებულების მატარებელი. ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება ნამუშევრების ხუთეულის შერჩევა და განსახილველად გადაეცემა სამუშაო ჯგუფს, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ ესკიზს. გამარჯვებული ავტორის ვინაობა გაცხადდება ტოლერანტობის დღეს - 16 ნოემბერს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 