მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტრანსკავკასიური დიალოგი
17.03.2017
1 / 3


დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა „ტრანსკავკასიური დიალოგი“, რომელიც მიეძღვნა ბრატისლავას პროცესის 25 წლისთავს, მის შედეგებს და პერსპექტივებს; ასევე, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის 25 წლისთავსა და კავკასიის უსაფრთხოების მე - 15 წელს.

         ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს აკადემიური წრეების, მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი) დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების (სლოვაკეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი) საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

         რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური თავისუფლების შესახებ საქართველოში, მოწვეულ სტუმრებს გააცნო სახელმწიფო პოლიტიკა და მიღწეული შედეგები. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტოლერანტობის, მრავალეთნიკურ თუ რელიგიური კულტურის ათეულობით საუკუნოვანი გამოცდილება აქვს.

         დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ევროპაში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე - მიგრაციაზე და არსებულ კონფლიქტებზე ახლო აღმოსავლეთში. მათ, ასევე, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხები.






View Larger Map