მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტრენინგი ჟურნალისტებისათვის
27.06.2018
1 / 5


დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მოეწყო ტრენინგი „ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“

ტრენინგი 2018-20 წწ.  ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სამ ეტაპად იმართება და მასში საქართველოში არსებული მედია საშუალებები (პრესა, რადიო,  ტელევიზია და ინტერნეტ მედია) მიიღებს მონაწილეობას. ტრენინგი მომავალში ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

სემინარს დაესწრნენ გაზეთების: ასავალ-დასავალი,  რეზონანსი ჯორჯიან თაიმსი, ახალი თაობა, ქრონიკა პლიუსი, ჟურნალ კარიბჭეს, საზოგადოებრივი რადიოს რადიო იმედისა რადიო მაესტროს ჟურნალისტები.

სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელი ლელა ფირალიშვილი, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგის ძირითადი თემები „ვიზუალური კომუნიკაცია და რელიგიური ნიშნები“ ასევე  რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ, ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.






View Larger Map