მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტრენინგი მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირთათვის
26.06.2018
1 / 5


დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მოეწყო ტრენინგი „სასულიერო პირების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით“.

ტრენინგი 2018-20 წწ.  ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამ ეტაპად თბილისში  იმართება და მასში საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. ტრენინგი მომავალში ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

დღევანდელ სემინარს დაესწრნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმი თემის სასულიერო პირები.

სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგის ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონდმებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლება ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოგვარებისათვის.






View Larger Map