2-3 აპრილს, სიღნაღში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი". შეხვედრის ფარგლებში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის გამგეობებისა და საკრებულოების მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ. სემინარებს ექსპერტები - ზაზა ფირალიშვილი, ლევან აბაშიძე, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გელა კვარაცხელია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი ატარებენ. ტრენინგის მიზანი საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარებაა. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
