მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტრენინგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
05.11.2018
1 / 2


დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისათვის ტრენინგი მოეწყო. სემინარს უნივერსიტეტის პრორექტორი - ზურაბ გასიტაშვილი, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაზე სტუდენტებს ესაუბრნენ:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი. კერძოდ,  ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების,, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობების შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ტრენინგი 2018-20 წ.წ.  ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში  იმართება და მასში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები, სტუდენტები და მასმედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.






View Larger Map