მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
თურქეთის ელჩის ვიზიტი სააგენტოში
07.06.2017
1 / 1


დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენთ გურმუქჩუს მორიგი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში და მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. თურქეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს, კერძოდ, რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები, რომლებიც, როგორც ტრადიციული ისლამის ხელშეწყობასა და განვითარებას, ასევე, ზოგადად საქართველოში რელიგიურ თავისუფლებას ემსახურება.

საუბარი შეეხო რელიგიური ნიშნით ჩადენილი ექსტრემისტულ და ტერორისტულ აქტებს რეგიონსა და მსოფლიოში, ზექი ლევენთ გურმუქჩუს განცხადებით, თურქეთს ამ მიმართულებით აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება როგორც საგანმანათლებლო სისტემაში, ასევე, ზოგად პრაქტიკაში. მისი განცხადებით, თურქეთის მხარე მზად არის ითანამშრომლოს და გაუზიაროს გამოცდილება ქართულ მხარეს.

შეხვედრაზე თურქეთის ელჩის მხრიდან იყო   ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შემოთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში.  სწორედ ამიტომ ელჩის განცხადებით აუცილებელია დაიგეგმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტი თურქეთში, სადაც ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია დეტალურად გაეცნობა თურქეთის, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლეს სასულიერო სასწავლებლებში არსებულ საგანმანათლებლო მექანიზმებსა და მიდგომებს. ასევე, დელეგაცია შეხვედრას გამართავს დიანეთის (რელიგიური საკითხების დირექტორატი) -  ხელმძღვანელობასთან.






View Larger Map