რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და მისმა თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივანს, ვიქტორ ოპასკის უმასპინძლა. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში შედგა. შეხვედრას ესწრებოდა რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი დიმიტრუ ბადეა. ბატონმა ოპასკიმ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გააცნო რუმინეთის რელიგიის საკითხთა სამდივნოს ისტორია, სტრუქტურა. ისაუბრა რუმინეთში მოქმედი რელიგიის კანონის შესახებ. კერძოდ, ვიქტორ ოპასკიმ ბრძანა, რომ რელიგიის სამდივნო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციაა რუმინეთის სახელმწიფო სტრუქტურაში. მას 150 წელზე მეტი ხნის არსებობის ისტორია აქვს, შედგება რამდენიმე დეპარტამენტისგან და ჰყავს წარმომადგენლები რეგიონებში. რელიგიურ საკითხთა სამდივნო განკარგავს ფინანსურ რესურსს რელიგიური ორგანიზაციებისა და კულტების დაფინანსებისათვის, განსაზღვრავს რელიგიურ სწავლებათა პოლიტიკას სახელმწიფოში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ ბატონმა ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები.
ვიზიტის ფარგლებში ბატონი ვიქტორ ოპასკი შეხვდება სააგენტოს ინტერრელიგიურ სათათბიროს, მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი განმანათლებლის, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწის, ანთიმოზ ივერიელისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
