მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება
07.03.2016
1 / 2


აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო  საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩს - დევიდ საპერშტეინს და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე.

მხარეებმა ისაუბრეს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო მდგომარეობაზე და ამ მხრივ საქართველოში არსებული სიტუაცია მიმოიხილეს. ამერიკულმა მხარემ საქართველოს დელეგაციას რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიშის მნიშვნელობა და მისი მომზადების პრაქტიკა გააცნო. ხაზი გაესვა საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის სათანადო შესწავლისა და ამ მიმართულებით ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაციული უზრუნველყოფის აუცილებლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში მჭიდროდ ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლისა და ანალიზის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ დევიდ საპერშტეინი და მისი ოფისის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია, რაც საქართველოში არსებული რელიგიური გარემოს და რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის სრულყოფილად გაცნობის მიზნით სათანადო ღონისძიებების ორგანიზების ორმხრივი ინიციატივით დასრულდა.






View Larger Map