მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ბრაზილიის ელჩს შეხვდა
09.06.2026
1 / 5


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კარლოს მარტინს სეგლია  ეწვია.

საქართველოს მთავრობის რელიგიური პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული რელიგიური ლანდშაფტი, რელიგიის სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და აქტივობები, ქვეყანაში არსებული ტოლერანტულ გარემო, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება - ასეთი იყო  გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ძირითადი თემები. ზაზა ვაშაყმაძემ, როგორც ყოველთვის, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისათვის. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ბრაზილიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  ბრაზილიის ელჩმა რელიგიის სააგენტოსთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“ გადასცა.






View Larger Map