მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა
18.01.2023
1 / 5


 

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე,ზაზა ვაშაყმაძე, დანიის სამეფოს დანიშნულ ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა. 

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ დანიის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ზაზა ვაშაყმაძემ დანიელ დიპლომატს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, მისი პროექტებისა და აქტივობების შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოში რელიგიურ თემებს შორის ჩამოყალიბებულ, ტოლერანტულ გარემოს.

სააგენტოს  თავმჯდომარემ აღნიშნა ის სავალალო და მძიმე მდგომარეობა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი როგორც რელიგიის თავისუფლების განხორციელების თვალსაზრისით, ისე საკულტო ნაგებობების განადგურების, მათი იერსახის თვითნებური ცვლილების თვალსაზრისით. მან, ასევე, ისაუბრა რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათი კანონმდებლობის გაცნობისთვის გაწეულ საქმიანობაზე. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე.

ანე ტოფტ სორენსენმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და აღნიშნა, რომ დანიის სამეფო მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მან სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

 






View Larger Map