მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
15.12.2022
1 / 7


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და  საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის, ერნსტ პეტერ ფიშერის შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს მოუთხრო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებულად გამოჰყო რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატი, ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიურ თემებთან, მათ შორის, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან  თანამშრომლობის საკითხებზე.

გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა დადებითად შეაფასა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და დაადასტურა, რომ გერმანიის საელჩო კვლავაც განაგრძობს მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას რელიგიის  სააგენტოსთან. ელჩის განცხადებით, იგი განსაკუთრებულად აფასებს სააგენტოს აქტიურ ურთიერთობებს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან. „ჩემთვის საქართველო არის რელიგიური მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურულობის მოდელი და ბევრ ქვეყანას ვურჩევ, რომ მოგბაძოთ“- აღნიშნა ელჩმა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მათტან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ელჩმა აღნიშნა:„დიდი სურვილი მაქვს, ევროკავშირში შეხვიდეთ და ჩემი მთავარი მიზანია, კონსულტაციები გავუწიო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს საჩუქრად სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები გადასცა.

 

 






View Larger Map