მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ირანის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
29.01.2026
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, სეიედ ალი მოჯანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საუბარი შეეხო რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და  რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

ზაზა ვაშაყმაძემ დიპლომატს საჩუქრად სააგენტოს გამოცემები - „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“ გადასცა.






View Larger Map