დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბის შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და სხვა მიმდინარე საკითხები.
საქართველოში ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, აჰმად ალი მეჰრი არდესტანი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჰასან იუსეფზადე.