მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ლატვიის ელჩს შეხვდა
31.10.2022
1 / 6


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ახლად დანიშნულ ელჩებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს და თანამშრომლობის დაგეგმვას. დღეს, 31 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ედიტე მედნეს შეხვდა. სააგენტოს თავმჯდომარემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

            ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიური ვითარება საქართველოში და   ის გადაწყვეტილებები, რომლებიც  სახელმწიფომ რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიიღო. მისი თქმით, სააგენტოს, ტრადიციულად, ლატვიის საელჩოთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს და იმედია, ეს ურთიერთობები სამომავლოდაც გაგრძელდება.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებსა და ასოცირების    შეთანხმების შესრულების  საკითხებზეც ისაუბრეს. ლატვიის ელჩი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მან ასევე, გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს სააგენტოს ლატვიის კოლეგა ორგანიზაციასთან ურთიერთობების დამყარებაში.

 






View Larger Map