26 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, მისი დაარსების 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.
სკოლა-პანსიონი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით 2009 წელს დაარსდა. დღეისათვის სკოლა-პანსიონში ფუნქციონირებს განათლების სამივე საფეხური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც 530 მოსწავლე და 60-მდე სტუდენტი იღებს განათლებას. აღსანიშნავია, რომ სადღეღამისო პანსიონში ცხოვრობს 80-მდე ბავშვი, რომელთა შორის არიან მუსულმანი ქართველები ზემო აჭარიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან.
ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის სახელით მოსწავლეებს მიულოცა 10 წლის იუბილე. მისი განცხადებით სკოლა-პანსიონში მყოფი ქრისტიანი და მუსულმანი ბავშვების ერთად, მეგობრულად აღზრდა-განათლება ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და რელიგიურ მრავალფეროვნებას. სააგნტოს თავმჯდომარემ სკოლა-პანსიონის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა საქმიანობისთვის და სამომვალოდ დახმარება აღუთქვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
