მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა თურქეთის ელჩთან
26.07.2022
1 / 8


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, ახალი პროექტები და განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება.

„თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანაც, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის წარმატება გვახარებს და ტკივილი გვტკივა“- განაცხადა ელჩმა და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და მისი სუვერენიტეტის პატივისცემას. 

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, თურქეთის ყოფილი ელჩები, ტრადიციულად, სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ზაზა ვაშაყმაძემ ახალ ელჩთანაც ნაყოფიერი პარტნიორობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს, თურქეთის ელჩმა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.






View Larger Map