მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პლამენ ბონჩევს შეხვდა
20.05.2015
1 / 1


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პლამენ ბონჩევს შეხვდა. თავმჯდომარემ სტუმარს  სააგენტოს საქმიანობა გააცნო და დაინტერესდა ბულგარეთში, რელიგიის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურის ამოცანებით. ელჩმა აღნიშნა, რომ ბულგარეთმა ჯერ კიდევ 2002 წელს მიიღო „კანონი აღმსარებლობის შესახებ“, ხოლო რელიგიის სააგენტოს ანალოგიური სტრუქტურაა აღმსარებლობის დირექცია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. ელჩმა განაცხადა, რომ ბულგარელ კოლეგათათვის საინტერესო და სასარგებლო იქნება საქართველოს გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე გადაწყდა სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის ვიზიტი ბულგარეთში და  შეხვედრა

აღმსარებლობის დირექციის ხელმძღვანელ ემილ ველინოვთან.

 

 






View Larger Map