3 ივლისს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ვიზიტი ისრაელში. პირველი შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრო-აზიის დეპარტამენტის დირექტორ რაფაელ ჰარპაზისთან შედგა. სააგენტოს თავმჯდომარემ რაფაელჰარპაზის გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, მისი ფუნქცია და ამოცანები, მთავრობის საქმიანობა რელიგიური მრავალფეროვნების პირობებში და ის აქტივობები, რასაც სააგენტო ახორციელებს თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრო-აზიისდეპარტამენტი სდირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი, როგორც საქართველოს მოკავშირე, მხარდაჭერას უცხადებს მას საგარეო ურთიერთობებში, მათშორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ისრაელს საკუთარი პოლიტიკური ხედვები აქვს კავკასიის რეგიონში, თავადაც 6-ჯერ არის ნამყოფი საქართველოში და მიაჩნია, რომ ჩვენიხალხების ინტენსიურ ურთიერთობებზე საქართველოსკენ საავიაციო ფრენების სიხშირე და ინტენსიური სამთავრობო ვიზიტებიც მეტყველებს.
მან ძალიან დადებითად შეაფასა თვისბოლოს დაგეგმილი პრემიერის ვიზიტი ისრაელში და აღნიშნა - ქართულ-ებრაული ურთიერთობის გამოსახატავად ისიც კმარა, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სინაგოგებს დაცვა არჰყავთ და იქ შესვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
